შენობებში, რომელთაც ჩეჩენი ისლამისტები იყენებდნენ, გერმანიის პოლიცია რეიდებს ატარებს
შენობებში, რომელთაც ჩეჩენი ისლამისტები იყენებდნენ, გერმანიის პოლიცია რეიდებს ატარებს. ამის შესახებ განცხადება ბერლინის პროკურატურამ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გააკეთა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რეიდები მიმდინარეობს ბერლინში, ასევე ბრანდენბურგის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის და ტიურინგიის მიწაზე.
„ჩხრეკა გრძელდება და უკავშირდება ჩეჩენი წარმოშობის ეჭვმიტანილებს, რომლებიც ისლამისტური წრეებიდან არიან“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, „ეჭვმიტანილები ძალადობრივ აქტს ამზადებდნენ, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხოებას სერიოზულად ემუქრებოდა.“
ამ ეტაპზე ოპერაციის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.