გერმანიის დედაქალაქში პოლიცია სპეცოპერაციებს ატარებს.
სამართალდამცველები 12 ეჭვმიტანილის წინაღმდეგ აწარმოებენ გამოძიებას, რომლებსაც, სხვა დანაშაულებთან ერთად, ტერორიზმის დაფინანსება ედებათ ბრალად. სპეცოპერაციაში 450 პოლიციელი მონაწილეობს.
გერმანიის დედაქალაქის რამდენიმე უბანში ჩხრეკა 19 ადგილზე ჩატარდა. კრიმინალური გამოძიების ბერლინის ოფისში ამბობენ, რომ სპეცოპერაციები საცხოვრებელ ბინებსა და სათავსოებში ტარდება.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გერმანიის შიდა დაზვერვის სააგენტომ ბერლინში გასულ წელს 2 170 ისლამისტის იდენტიფიცირება მოახდინა, რაც 2018 წელთან შედარებით, 180-ით მეტია.