გერმანიის პარლამენტმა კორონავირუსის გამო უპრეცედენტო ანტიკრიზისული გეგმა დაამტკიცა
გერმანიის პარლამენტმა კორონავირუსის გამო უპრეცედენტო ანტიკრიზისული გეგმა დაამტკიცა. ბუნდესტაგის მიერ მიღებული სამოქმედო გეგმა, პანდემიასთან ბრძოლისთვის 156 მილიარდი ევროს ოდენობით სესხის აღებას ითვალისწინებს.
ამას გარდა, ეკონომიკური სტაბილურობის ფონდიდან გამოიყოფა 600 მილიარდი ევრო, რაც კომპანიებს სახელმწიფოს მხარდაჭერით უზრუნველყოფს და სახელმწიფო გარანტიებს მისცემს კერძო ფირმებს.
ანტიკრიზისულ გეგმას მხარი ქრისტიან დემოკრატიული კავშირის, ქრისტიან-სოციალური კავშირისა და ქრისტიან დემოკრატიული პარტიის წევრებმა დაუჭირეს. პროექტს მიემხრნენ თავისუფალი დემოკრატები, მემარცხენე პარტიის წევრები და მწვანეებიც. კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრებმა.
ანტიკრიზისული გეგმის დამტკიცებამდე გერმანელმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ე.წ. შავი ნულის წესის დროებით გაუქმებას, რომელიც გერმანიის სახელმწიფო ვალის ზრდას კრძალავს.