გერმანიის ორ რეგიონში, ბადენ-ვიურტემბერგისა და რაინლანდ-პფალცში რეგიონული არჩევნები იმართება. როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ეს არჩევნები არის ტესტი კანცლერ ანგელა მერკელის პარტიისთვის სექტემბერში დაგეგმილი ფედერალური არჩევნების წინ.
არჩევნების წინ „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ რეიტინგი კორუფციულმა სკანდალმა შეამცირა, რომლის გამოც თანამდებობა კანცლერის ფრაქციის სამმა დეპუტატმა დატოვა. ისინი პირბადეების შესყიდვასთან დაკავშირებით კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაში დაადანაშაულეს.
„ქრისტიან დემოკრატიული კავშირი“, რომელიც ამ დრომდე იმარჯვებდა ბადენ-ვიურტემბერგში, „სოციალ-დემოკრატებთან“ და ლიბერალური „თავისუფალ დემოკრატებთან“ დამარცხების საფრთხის წინაშეა.
ბოლო გამოკითხვებით, „ქრისტიან-დემოკრატების“ რეიტინგი შემცირდა რაინლანდ-პფალცშიც, სადაც მას „სოციალ-დემოკრატები“ უსწრებენ.