გერმანიის ოპოზიციური ბლოკი უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტა „ტაურუსის“ მიწოდების საკითხს ბუნდესტაგში კენჭისყრაზე მომდევნო კვირაში დააყენებს
გერმანიის ოპოზიციური ბლოკი, ქრისტიან-დემოკრატები და ქრისტიან-სოციალისტები უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტა „ტაურუსის“ მიწოდების საკითხს შემდეგ კვირაში ბუნდესტაგში კენჭისყრაზე დააყენებენ.
როგორც გერმანული მედია წერს, ოპოზიციის მიერ რეზოლუცია ჯერ კიდევ ნოემბერშია მომზადებული. დოკუმენტში არის მოწოდება გერმანიის მთავრობისადმი, რომ ბერლინმა დაუყოვნებლივ შეასრულოს უკრაინის თხოვნა და კიევს ბუნდესვერის საწყობებიდან ფრთოსანი რაკეტა „ტაურუსების“ მაქსიმალური რაოდენობა გადასცენ.
ორი კვირის წინ ქრისტიან-დემოკრატებისა და ქრისტიან-სოციალისტების ანალოგიური მოთხოვნა ბუნდესტაგმა უარყო. 22 თებერვალს გამართული კენჭისყრისას უკრაინისთვის „ტაურუსის“ რაკეტების გადაცემას 480-დან მხოლოდ 182-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ცნობისთვის, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინისთვის „ტაურუსების“ გადაცემაზე უარს ამბობს. როგორც ოლაფ შოლცი აცხადებს, ამ შეიარაღების სამართავად აუცილებელია გერმანელი სამხედროების ჩართულობა, რის შემთხვევაშიც გერმანიის უკრაინაში მიმდინარე ომში ჩაბმის საფრთხე ჩნდება. შოლცის თქმით, ეს მიუღებელია.