გერმანიის ნაკრებში სამი ამხანაგური მატჩისთვის 26 ფეხბურთელი გამოიძახეს #1TVSPORT
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც სამი ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა – უკრაინის, პოლონეთისა და კოლუმბიის წინააღმდეგ.
მეკარეები – მარკ-ანდრე შტეგენი (ბარსელონა, ესპანეთი), კევინ ტრაპი (აინტრახტი), ბერნდ ლენო (ფულჰემი, ინგლისი);
მცველები – მატიას გინტერი (ფრაიბურგი), რობინ გოზენსი (ინტერი, იტალია), ლუკას კლოსტერმანი, დავიდ რაუმი, ბენჯამინ ჰენრიხსი (ყველა – ლაიპციგი), ტილო კერერი (ვესტ ჰემი, ონგლისი), ანტონიო რიუდიგერი (რეალი, ესპანეთი), ნიკო შლოტერბეკი, მარიუს ვოლფი (ორივე – დორტმუნდი), მალიკ ტიავი (მილანი, იტალია);
ნახევარმცველები – იულიან ბრანდტი, ემრე ჯანი (ორივე – დორტმუნდი), ლეონ გორეტცკა, იოზუა კიმიხი, ჯამალ მუსიალა (ყველა – ბაიერნი), ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), იონას ჰოფმანი (გლადბახი) , ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი).
ფორვარდები – ნიკლას ფიულკრუგი (ვერდერი), კაი ჰავერტცი (ჩელსი, ინგლისი), ლეროი ზანე (ბაიერნი), კევინ შადე (ბრენტფორდი, ინგლისი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).
უკრაინასთან მატჩი მე-1000 იქნება გერმანიის ნაკრებისთვის საერთაშორისო არენაზე – შეხვედრა 12 ივნისს ბრემენში გაიმართება. პოლონეთთან მატჩი 16 ივნისს ვარშავაში შედგება, კოლუმბიასთან – 20 ივნისს გელზენკირხენში.