მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის გერმანიის ნაკრების ვარჯიშზე კონფლიქტი მოხდა გუნდის მცველებს – ჯოშუა კიმიხსა და ანტონიო რიუდიგერს შორის, – ამის შესახებ წერს გაზეთი Bild.
გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელები ერთ-ერთი სათამაშო ეპიზოდის შემდეგ წაკინკლავდნენ და კონფლიქტი კინაღამ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. მცველების გაშველება გერმანიის ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელს მიროსლავ კლოზეს მოუწია.