გერმანიის მთავრობის წარმომადგენელი - უკრაინა ვალდებული არ არის, საკუთარი სახელმწიფო ტერიტორიის დაცვისას თავდაცვითი ძალისხმევა შეზღუდოს
უკრაინა ვალდებული არ არის, თავდაცვის მიზნით საკუთარი ტერიტორიით შემოიფარგლოს, – „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა, შტეფენ ჰებეშტრაიტმა რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე უკრაინული დრონებით განხორციელებულ თავდასხმებზე კომენტირებისას განაცხადა.
„უკრაინა ვალდებული არ არის, საკუთარი სახელმწიფო ტერიტორიის დაცვისას შეზღუდოს თავდაცვითი ძალისხმევა. თუმცა, როგორც წესი, ჩვენ არ გამოვხატავთ პოზიციას მსგავს ინციდენტებთან დაკავშირებით“, – განაცხადა შტეფენ ჰებეშტრაიტმა.
მიმდინარე კვირის დასაწყისიდან დრონებით დარტყმები სამ რუსულ აეროდრომზე განხორციელდა.