გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის 178 ერთეული „ლეოპარდ 1“-ის ტიპის ტანკის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო
გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის 178 ერთეული „ლეოპარდ 1“-ის ტიპის ტანკის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო

გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის 178 ერთეული „ლეოპარდ 1“-ის ტიპის ტანკის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

გერმანული მედიის ინფორმაციით, რამდენი საბრძოლო ტანკი იქნება რეალურად მიწოდებული უკრაინაში, ეს დამოკიდებულია აუცილებელ სარემონტო სამუშაოებზე.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა კიევში მოულოდნელი ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ზაფხულისთვის უკრაინას 20-დან 25 ტანკამდე უნდა მიეწოდოს, წლის ბოლომდე კი – 80-მდე. ბერლინის მიზანია 100-ზე მეტი ტანკის გადაცემა 2024 წლის პირველი ან მეორე კვარტლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, სულ მცირე, სამი უკრაინული ბატალიონის აღჭურვას.