გერმანიის მთავრობა საუდის არაბეთთან იარაღის ექსპორტს წყვეტს
გერმანიის მთავრობა საუდის არაბეთთან იარაღის ექსპორტს წყვეტს

გერმანიის მთავრობა საუდის არაბეთთან იარაღის ექსპორტს წყვეტს. ამის მიზეზი სტამბოლში  ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაა. განცხადება გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა. ინფორმაციას Spiegel Online – ი ავრცელებს.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ იარაღის ექსპორტი სრულად შეჩერდება და ის ყველა იმ შეთანხმებას შეეხება, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში გაფორმდა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს აკრძალვა. გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ მათ მაგალითს სხვა ქვეყნებიც მიმართავდნენ.

გარდა ამისა, გერმანიამ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის 18 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.