ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

11:57, 29.11.2026

ესპანეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 09:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. ეგზიტპოლის შედეგები ცნობილი 23:00 საათიდან გახდება, პირველადი ოფიციალური მონაცემები კი 30 ნოემბრის დადგომისთანავე გამოქვეყნდება. ამომრჩევლები დეპუტატთა კონგრესის 350 წევრს აირჩევენ. უმრავლესობის მოსაპოვებლად 176 მანდატის მოპოვებაა საჭირო.

ესპანეთში ხმის მიცემის უფლება 38.6 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს. ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არჩევნების დღეს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 100 000-ზე მეტი სამართალდამცავი იქნება მობილიზებული.

გამოკითხვებში ალბერტო ნუნიეს ფეიხოს „სახალხო პარტია“ ლიდერობს. თუმცა, პროგნოზირებენ, რომ უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს. სავარაუდოდ, მეორე ადგილზე გავა პედრო სანჩესის „სოციალისტური პარტია“, რომელიც უკვე რვა წელია, ხელისუფლებაშია და ამჟამად მთავარ აქცენტს საცხოვრებლის ხელმისაწვდომობასა და ქალთა უფლებებზე აკეთებს.

პარლამენტში მოხვედრის რეალური შანსი აქვს სანტიაგო აბასკალის ულტრამემარჯვენე „ვოქსს“, რომელიც ანტიმიგრაციული რიტორიკით არის ცნობილი.

არჩევნები შედეგები გადაწყვეტს ესპანეთის შიდაპოლიტიკურ კურსს საბინაო კრიზისისა და მაღალი პოლარიზაციის ფონზე, ასევე შეცვლის ძალთა ბალანსს ევროპაში, სადაც „სოციალ-დემოკრატი“ ლიდერების პოზიციები ისედაც შესუსტებულია და საფრანგეთის არჩევნებიც ახლოვდება.

მსგავსი