ისრაელის ქალაქ რაანანაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა
ისრაელის ქალაქ რაანანაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილი მოქალაქეები პოლიტიკოსს მოუწოდებდნენ, მხარი დაუჭიროს ებრაულ-არაბულ კოალიციას და არა ბენიამინ ნეთანიაჰუს „ლიკუდის“ პარტიასთან ერთიანი მთავრობის შექმნას.
„ნუ გაგვყიდი, ბენეტ“, სკანდირებდნენ შეკრებლები, რომლებსაც თან ისრაელის დროშები ჰქონდათ. აქტივისტების თქმით, ქვეყანას ებრაული და არაბული პარტიების თანამშრომლობაზე დაფუძნებული კოალიცია სჭირდება.
ცნობისთვის, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მზად არის, მის მთავარ ოპონენტთან, გადი აიზენკოტთან ერთად ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტი როტაციული პრინციპით დაიკავოს და ამასთან, თანახმაა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა თავდაპირველად აიზენკოტს დაუთმოს. ნეთანიაჰუს ინიციატივას მიესალმა ნაფტალი ბენეტი. ამავდროულად, მისი თქმით, შეთავაზებას ეჭვის თვალით უნდა მოეკიდონ მანამ, ვიდრე მისი ნამდვილობა არ დამტკიცდება. 27 ოქტომბრის ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ და მისმა მოკავშირეებმა 120-ადგილიან პარლამენტში 53 მანდატი მოიპოვეს, მისი მოწინააღმდეგე პარტიების კოალიციამ, გადი აიზენკოტის „იაშარმა“ – 48 მანდატი, არაბულმა პარტიებმა კი – 19 მანდატი.