გერმანიის მოქალაქეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ევროპას აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერა არ სჭირდება
გერმანიის მოქალაქეთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ევროპას საკუთარი თავის დაცვა აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერის გარეშეც შეუძლია. გამოკითხვა კომპანია Forsa-მ ჩაატარა.
გამოკითხულთა მხოლოდ 37% მიიჩნევს, რომ ევროპა აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. მოქალაქეთა 55-60% კი თვლის, რომ ევროპას ვაშინგტონი არ სჭირდება.
ნატოს სამიტზე 12 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპელ მოკავშირეებს ულტიმატუმი წაუყენა. დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს ალიანსის ბიუჯეტში, ნაკისრი ვალდებულებით გათვალისწინებული გადასახადის შეტანა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამხედრო მხარდაჭერის უკან გაწვევით დაემუქრა. გერმანიას კი პრეზიდენტმა „Nordstream 2″ მილსადენის გამო, მოსკოვის ტყვე უწოდა.
გამოკითხულთა 92% მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის მოტივი ამერიკული გათხევადებული აირის ევროპისა და გერმანიისთვის მიყიდვაა.
გამოკითხვაში მონაწილეობა 1004-მა რესპოდენტმა მიიღო. ორი მესამედის აზრით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენი გერმანიისთვის ბუნებრივი აირის უფრო სტაბილური მიწოდების გარანტი გახდება.