გერმანიის მოქალაქეთა უმეტესობა საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების მომხრეა
გერმანიის მოქალაქეთა უმეტესობა საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების მომხრეა. ასეთი შედეგით დასრულდა საზოგადოების აზრის კვლევის შედეგები, რომელიც ARD-მ და გამოცემა Die Welt-მა ჩაატარა. გამოკითხულთა 52%-ი მიიჩნევს, რომ გერმანიის მოქმედი კანცლერის ბლოკისა და სოციალ-დემოკრატების გაერთანება “ცუდი” იდეაა.
ამასთან, გერმანელების 54%-ი საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების მომხრეა. ეს იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ მერკელი და მარტინ შულცი კოალიციის ფორმირებაზე ვერ შეთანხმდებიან.
ამავე კვლევიდან ირკვევა, რომ გერმანიის მოქალაქეთა 53%-ი ანგელა მერკელს ნდობას უცხადებს, ისინი მერკელის კანცლერად არჩევას დადებითად აფასებენ.
თუმცა ყველაზე პოპულარულ გერმანელ პოლიტიკოსად ზიგმარ გაბრიელი რჩება. საგარეო საქმეთა მინისტრის საქმიანობას რესპოდენტების 62 პროცენტი მიესალმება.
სოციოლოგიური გამოკითხვა ცხადყოფს, რომ თუ არჩევნები გერმანიაში ამ კვირაში გაიმართება, შედეგები წინა კენჭისყრის მსგავსი იქნება და პოლიტიკურ სცენაზე ვითარება რადიკალურად არ შეიცვლება.
ARD-ს კვლევაში 1006 ადამიანი მონაწილეობდა.