გერმანიის მარეგულირებელმა ორგანომ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიცირების პროცესი დროებით შეაჩერა
გერმანიის მარეგულირებელმა ორგანომ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიცირების პროცესი დროებით შეაჩერა. როგორც მარეგულირებელი ორგანოს მიერ გავრცლებულ განცხადებაშია აღნიშნული, რუსული გაზსადენის მმართველი კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტების განხილვის შემდეგ გადაწყდა, რომ სერტიფიცირების პროცესი შეჩერდება, ვიდრე გაზსადენის ოპერატორი კომპანია სრულად არ მოექცევა გერმანიის საკანონმდებლო ჩარჩოში.
მანამდე რუსული გაზსადების ოპერატორმა კომპანიამ, რომელიც შვეიცარიაშია დარეგისტრირებული, შექმნა ახალი შვილობილი კომპანია, რომელიც გაზსადენის იმ მხოლოდ იმ ნაწილს გაუწევს ოპერირებას, რომელიც გერმანიის ტერიტორიაზე გადის.
„ჩრდიოეთის ნაკადი-2“-ით რუსული ბუნებრივი აირი ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამ უნდა მიიღოს. გაზსადენი ორი ხაზისგან შედგება და თითოეულის გამტარუნარიანობა წელიწადში 55 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის გაყვანა სექტემბერში დასრულდა.