გერმანიის კონტრდაზვერვა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა ოჯახის წევრებს საფრთხედ მიიჩნევს
გერმანიის საკონსტიტუციო წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყების ხელმძღვანელ ჰანს-გეორგ მასენის განცხადებით, გერმანიის კონტრდაზვერვა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა ოჯახის წევრებს საფრთხედ მიიჩნევს. ამის შესახებ მან სააგენტო DPA-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო, საბრძოლო მოქმედებების მონაწილეები უფრო ხშირად ცდილობენ მათი ოჯახის წევრები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანონო. მათ შორის დასავლეთის ქვეყნებში“, – აცხადებს მასენი.
მისივე თქმით, ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. სკოლებში ბევრი ბავშვის რადიკალიზაცია მოხდა. როგორც მაღალჩინოსანი ამბობს, ეს ბავშვები და მოზარდები საფრთხეს უქმნიან ევროპას.
„პოტენციური საფრთხე მოდის ასევე იმ ქალებისგან, რომლებიც ბოლო წლებში ექსტრემისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ისინი ძალიან ხშირად იზიარებენ „ისლამური სახლემწიფოს“ რადიკალურ იდეოლოგიას.
გერმანიის კონტრდაზვერვაში აცხადებენ, რომ მათ აქვთ ცნობები გერმანიის 950 მცხოვრების შესახებ, რომლებიც ერაყსა და სირიაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით გაემგზავრა. მათგან 120 დაიღუპა, ხოლო 300 გერმანიის ტერიტორიაზე დაბრუნდა.