გერმანიის კანცლერმა მოქალაქეები გააფრთხილა, მოემზადონ გაჭიანურებული ინფლაციისთვის
გერმანიის კანცლერმა მოქალაქეები გააფრთხილა, მოემზადონ გაჭიანურებული ინფლაციისთვის

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მოქალაქეები გააფრთხილა, მოემზადონ გაჭიანურებული ინფლაციისთვის. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

მისი თქმით, ფასების ზრდის კრიზისის გადაჭრა რამდენიმე თვეში ვერ მოხერხდება.

როგორც ოლაფ შოლცმა განაცხადა, შექმნილ პირობებში პროფკავშირებმა და ბიზნესასოციაციამ შეთანხმებულად უნდა იმოქმედონ.

„ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ სიტუაცია უახლოეს მომავალში არ შეიცვლება“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მისი თქმით, ეკონომიკური სიტუაციის გაუარესება გამოიწვია რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულმა ომმა, კორონავირუსის პანდემიის შედეგებმა და ასევე პროდუქციის მიწოდების ჯაჭვის დარღვევამ.

კანცლერი თქმით, ფასების ზრდაზე რეაგირების მექანიზმი საზოგადოებამ ერთობლივად უნდა მოძებნოს.