გერმანიის კანცლერის თქმით, ევროპის ცენტრალურ ბანკთან დაკავშირებული უთანხმოების მოგვარება ევროკავშირთან შესაძლებელია
გერმანიის კანცლერის თქმით, ევროპის ცენტრალურ ბანკთან დაკავშირებული უთანხმოების მოგვარება ევროკავშირთან შესაძლებელია

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, გერმანიის უზენაესი სასამართლოს მიერ, ევროპის ცენტრალურ ბანკთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით გამოწვეული უთანხმოების მოგვარება შესაძლებელია, თუ ბანკი საკუთარი გეგმის დეტალური ახსნას წარადგენს. საუბარია ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ სტიმულის პაკეტის ფარგლებში ობლიგაციების შეძენაზე.

გერმანიის სასამართლომ ევროპის ცენტრალურ ბანკს სამი თვე მისცა, რათა დაამტკიცოს და განმარტოს საკუთარი გეგმა, წინააღდეგ შემთხვევაში „ბუნდესბანკი“ ცენტრალურ ბანკს დატოვებს. სასამართლომ ასევე მოუწოდა გერმანიის მთავრობასა და პარლამენტს, დაარწმუნონ ცენტრალური ბანკი, დაემორჩილოს სასამართლოს მოთხოვნებს.

როგორც „როიტერი“ წერს, ანგელა მერკელმა ქრისტიან-დემოკრატების შეხვედრაზე განაცხადა, რომ ევროკომისიის რეაქცია ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაზე გასაგებია. მერკელმა პარტიის წევრებს ბრძნული პასუხისკენ უბიძგა, რომელიც მისი თქმით დიდი მნიშვნელობის მატარებელი იქნება. გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ შემაშფოთებელია, ევროკავშირის ზოგიერთი სხვა წევრების მხრიდან გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილების მხარდაჭერა.