გერმანიის კანცლერი დონალდ ტრამპის მიერ ვლადიმერ პუტინის ვაშინგტონში მიწვევას ეხმაურება
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვაშინგტონში მიწვევას ეხმაურება.
„ყველასთვის კარგია, როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, განსაკუთრებით ამ ორი ქვეყნის ლიდერს შორის“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის პირველი ოფიციალური შეხვედრა ფინეთში 16 ივლისს გაიმართა. პრეზიდენტები თითქმის ორი საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა საუბრობდნენ, შემდეგ კი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შემოდგომაზე ვაშინგტონში მიიწვია.