გერმანიის კანცლერი და ჩილეს პრეზიდენტი შეთანხმდნენ, რომ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ განახლებადი ენერგიის სფეროში
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ბერლინში ჩილეს პრეზიდენტს, გაბრიელ ბორიჩს შეხვდა. მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა განაცხადეს, რომ ისინი უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ განახლებადი ენერგიის სფეროში.
„განახლებადი ენერგიების გამოყენება მნიშვნელოვანია ჩვენი კლიმატის დასაცავად. ჩილეს და გერმანიას სურთ, მჭიდროდ ითანამშრომლონ ამ საკითხში. ჩილე პიონერია ამ სფეროში“, – აღნიშნა შოლცმა პრესკონფერენციისას.
თავის მხრივ, ჩილეს პრეზიდენტმა, გაბრიელ ბორიჩმა განაცხადა, რომ ჩილე მზადაა კლიმატის კრიზისის დასალევად. ამასთან, ბორიჩმა ისაუბრა უკრაინის სამშვიდობო სამიტის შესახებაც და აღნიშნა, რომ ჩილე და გერმანია შვეიცარიაში დაგეგმილ სამიტში მონაწილეობას მიიღებენ.
„ჩილეც და გერმანიაც თანხმდებიან, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი მიუღებელია, არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ამიტომ ეს უნდა შეწყდეს“, – განაცხადა ჩილეს პრეზიდენტმა.