გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურა არ იქნება
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურა არ იქნება. ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ვერსალში ევროკავშირის სამიტზე გააკეთა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვაგრძოთ ის, რაც წარსულში გადავწყვიტეთ“,- განაცხადა შოლცმა.
მისივე თქმით, აუცილებელია ასოციაციების შეთანხმების იმპლემენტაცია, რომელიც უკრაინამ 2017 წელს გააფორმა.
„ეს არის კურსი, რომელსაც უნდა გავყვეთ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.