გერმანიის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამუშავების იდეას მხარს არ უჭერს
გერმანიის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამუშავების იდეას მხარს არ უჭერს

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამუშავების იდეას.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გაზსადენის ამოქმედების წინადადებით გერმანიის ვიცე-სპიკერი ვოლფგანგ კუბიკი გამოვიდა.

გერმანიის ფინანსთა მინისტრის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ლინდნერი მიიჩნევს, რომ კუბიკის ინიციატივა „არასწორი და აბსურდულია“.

გერმანიის ვიცე-სპიკერის შეთავაზება ასევე უარყვეს გერმანიის ფედერალურ მთავრობაშიც. მათი თქმით, ბერლინი არ გეგმავს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამოქმედებას და პროექტის განახლებაზე საუბარიც კი ზედმეტია.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ვიცე-სპიკერი გამოვიდა იდეით, რომ რუსული გაზსადენი ზამთრის სეზონისთვის ბუნებრივი აირის მოსამარაგებლად დროებით ჩართონ და შემდეგ ისევ გათიშონ.