გერმანიის ფედერალურმა კრიმინალურმა პოლიციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, 2023 წელს ქვეყანაში არალეგალური იმიგრაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა
გერმანიის ფედერალურმა კრიმინალურმა პოლიციამ გამოაქვეყნა ახალი ანგარიში, რომლის თანახმად, 2023 წელს ქვეყანაში არალეგალური იმიგრაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში უკანონოდ შესვლაში ეჭვმიტანილია 266 224 ადამიანი, რაც წინა წელთან შედარებით 33.4%-ით მეტია. პოლიციის განცხადებით, ამ ადამიანების უმეტესობა სამართალდამცველებმა დააკავეს.
გარდა ამისა, გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის ანგარიშით, ევროკავშირის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სამსახურმა აღრიცხა შენგენის ზონის გარე საზღვრის 380 ათასზე მეტი უკანონო კვეთა, რაც 2016 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელია.
გერმანიის პოლიციაში აცხადებენ, რომ ის მიგრანტები, რომლებმაც გერმანიის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს, ძირითადად სირიიდან, თურქეთიდან და ავღანეთიდან არიან.