გერმანიის ექიმთა ასოციაცია აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღაა, ექიმები მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ
გერმანიის ექიმთა ასოციაციის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო.
ინფორმაციას “სიენენი“ ავრცელებს.
მარბურგერის ასოციაციის ხელმძღვანელმა, სუზანა იონამ, მოქალაქეებს მოუწოდა, რეალობას თვალი გაუსწორონ და არ გაფლანგონ ის წარმატება, რომელსაც გერმანიამ პანდემიის პირობეში მიაღწია.
„ჩვენ უკვე ინფიცირების მზარდი შემთხვევების მეორე ტალღაში ვართ. იმის გამო, რომ რეალობას თვალს არ ვუსწორებთ და გვსურს, ნორმალური ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ, არსებობს საშიშროება, გავფლანგოთ ის წარმატება, რომელსაც გერმანიაში მივაღწიეთ,“ – განაცხადა სუზანა იონამ.
როგორც „სიენენი“ წერს, გერმანიაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა იმატა, რის ფონზეც მთავრობა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას ფიზიკური დისტანციისა და ჰიგიენის ზომების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდებენ.