გერმანიის ელჩი - სტუდენტებმა მკითხეს, რა უნდა გავაკეთოთ ევროკავშირში შესასვლელადო, მათ ვუთხარი, იყავით დემოკრატიულ პროცესებში ჩართული, ეს თქვენს მომავალს ეხება
საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ელჩმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინტერესო დისკუსიის შემდეგ, მათ მკითხეს: „რა უნდა გავაკეთოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ევროკავშირში შევალთ?“ მე ვუთხარი მათ: „იყავით საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში ინფორმირებული და ჩართული მოქალაქეები. ეს თქვენს მომავალს ეხება“, – წერს საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი.