გერმანიის ელჩი - სერიოზულად ვაკვირდებით პროცესს, რომ არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიაროს, ამომრჩევლებს ჰქონდეთ უფლება, არჩევანი დამოუკიდებლად გააკეთონ
გერმანიის ელჩი - სერიოზულად ვაკვირდებით პროცესს, რომ არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიაროს, ამომრჩევლებს ჰქონდეთ უფლება, არჩევანი დამოუკიდებლად გააკეთონ

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, სერიოზულად აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რათა არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიაროს და ამომრჩევლებს ჰქონდეთ უფლება, არჩევანი დამოუკიდებლად გააკეთონ.

„ჩვენ, როგორც დამკვირვებლები, პროცესს სერიოზულად ვაკვირდებით, რომ არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიაროს, ამომრჩევლებს ჰქონდეთ უფლება, არჩევანი დამოუკიდებლად გააკეთონ და ამაში უცხოური პროპაგანა ჩარეული არ იყოს. ყველა პარტიას თავისი საარჩევნო პროგრამა ჯერ არ წარმოუდგენია, ნაწილმა წარმოადგინა. ამიტომ ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, როგორ პირობებში წარიმართება საარჩევნო კამპანია და პარტიებს რა პროგრამები ექნებათ“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.