გერმანიის ელჩი აფხაზეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან და ზუგდიდში იმყოფებოდა
გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა გასულ კვირას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ორი გადასასვლელი მოინახულა და იქ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერამნიის საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზუგდიდში ელჩი შეხვდა და ესაუბრა რვა ახალგაზრდას აფხაზეთიდან, რომლებმაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში რამდენიმეთვიანი პროფესიული განათლების კურსი გაიარეს.
პეტერ ფიშერმა ახალგაზრდებს სერტიფიკატები და მომავალი საქმიანობის ხელშესაწყობად ხელსაწყოები გადასცა. პროექტის მიზანს წარმოადგენს პროფესიული განათლების მხარდაჭერა და ნდობის ამაღლება.