გერმანიის ეკონომიკის მინისტრი - სიფრთხილეს ვიჩენთ, რათა არ გადავდგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები, რაც გერმანიას რუსეთის სამიზნედ აქცევს
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი - სიფრთხილეს ვიჩენთ, რათა არ გადავდგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები, რაც გერმანიას რუსეთის სამიზნედ აქცევს

გერმანიამ თავი უნდა აარიდოს რუსეთის სამიზნედ გახდომას, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა.

„რასაც ვაკეთებთ, ყველაფერში სიფრთხილეს ვიჩენთ, რომ არ გადავდგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები, რაც გერმანიას რუსეთის სამიზნედ აქცევს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებისთვის ეს რთული გასაგებია, პოლიტიკაში არ არსებობს უნაკლო მორალური პოზიციები, ყოველთვის არსებობს კომპრომისები, რათა თავიდან იქნას აცილებული რაღაც უარესი.

„ეს არის პოლიტიკური ნაბიჯების საფუძველი“, – დასძინა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა.