გერმანიის ეკონომიკის მინისტრი - ევროპამ და ნატო-მ შეცდომა დაუშვეს, რომ უკრაინას ალიანსში გაწევრიანების საშუალება არ მისცეს
ევროპამ და ნატო-მ შეცდომა დაუშვეს, რომ უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების საშუალება არ მისცეს, – ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა.
გერმანელი მინისტრის თქმით, დასავლეთი უკრაინას რუსეთისგან დაცვას დაპირდა, მაგრამ არ სურდა უკრაინის ნატო-ში ხილვა.
კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა უკრაინაში ომის თავიდან აცილება, ჰაბეკმა თქვა, რომ ბევრი რამ არის, რაც თეორიულად სხვაგვარად შეიძლებოდა გაკეთებულიყო.
„ევროპისთვის, ნატო-სთვის, დასავლეთისთვის შეცდომა იყო უკრაინის კარის ღიად დატოვება და ამავდროულად თქმა: იქ ვერ შეხვალ. ეს გამაღიზიანებელია. უკრაინამ თავი ორ ცეცხლს შორის იგრძნო. ჩვენ დავგმეთ ყირიმის ანექსია, მაგრამ ავაშენეთ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“. ჩვენ გვინდოდა, რომ უკრაინას თავი დაეცვა და შესაბამისად ევროპის უსაფრთხოება, მაგრამ არა ჩვენი იარაღით. უნდა ვაღიაროთ, რომ არათანმიმდევრული ვიყავით ჩვენს პოზიციაში“, – თქვა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა.