გერმანიის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში შტორმია.
ბავარიაში ქარის სიჩქარე საათში 152 კილომეტრს აღწევს. ძლიერი ქარის და წვიმის გამო, ფრანკფურტსა და მანგეიმს შორის სარკინიგზო მიმოსვლა შეზღუდულია.
ძლიერი ქარის გამო, მუშაობა დროებით შეაჩერა ფრანკფურტის აეროპორტმა. აეროპორტის პრესსამსახურის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო 41 ავიარეისი გადაიდო.