გერმანიის პრეზიდენტმა ბუნდესტაგის არჩევნების 2025 წლის 28 სექტემბერს გამართვის ბრძანებას ხელი მოაწერა
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 21-ე მოწვევის ბუნდესტაგის არჩევნები 2025 წლის 28 სექტემბერს გაიმართება. შესაბამის ბრძანებას გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მოაწერა ხელი.
ეს არჩევნები მნიშვნელოვანია გერმანიის პოლიტიკური ლანდშაფტისთვის, რადგანაც მისი შედეგი განსაზღვრავს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ოპოზიციურ პარტიებს, განსაკუთრებით კი, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირს“, იმედი აქვთ, რომ წარმატებას მიაღწევენ.
„ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარემ, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ პარტიის ამოცანაა, მომავალი არჩევნების შემდეგ კვლავ გახდეს მმართველი ძალა მთავრობაში.
ბუნდესტაგს, გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს, ოთხწლიანი ვადით ირჩევენ. მე-20 მოწვევის ბუნდესტაგის უფლებამოსილების ვადა დაიწყო 2021 წლის 26 ოქტომბერს სადამფუძნებლო სხდომით. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შემდეგი არჩევნების თარიღი უნდა ყოფილიყო 2025 წლის 27 აგვისტოდან 26 ოქტომბრამდე პერიოდში – კვირა დღეს ან ერთ-ერთ დასვენების დღეს.
საბოლოოდ, პრეზიდენტის დადგენილებით არჩევნების გამართვის თარიღად 28 სექტემბერი დამტკიცდა.