გერმანიის ახალ მთავრობაში აცხადებენ, რომ მზად არიან, მხარი დაუჭირონ საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის სწრაფვას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე
გერმანიის ახალ მთავრობაში აცხადებენ, რომ მზად არიან, მხარი დაუჭირონ საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის სწრაფვას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე

გერმანიის ახალი მთავრობა მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის სწრაფვას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამის შესახებ საუბარია გერმანიის კოალიციური მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ შეთანხმებაში.

ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

„ჩვენ ვიმუშავებთ ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან ერთად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შემდგომი განვითარებისთვის. ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, რომლებიც ისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, უნდა შეძლონ დაახლოება კანონის უზენაესობისა და საბაზრო ეკონომიკის თანმიმდევრული რეფორმების მეშვეობით“, – აღნიშნულია კოალიციურ შეთანხმებაში.