გერმანიის აეროპორტების ოპერატორებმა უსაფრთხოების სამსახურის გაფიცულ თანამშრომლებთან შეთანხმებას მიაღწიეს
გერმანიის აეროპორტების ოპერატორებმა უსაფრთხოების სამსახურის გაფიცულ წარმომადგენლებთან შეთანხმებას მიაღწიეს.
„ვერდის“ პროფკავშირების ცნობით, შეთანხმება უსაფრთხოების სამსახურის 25 000-მდე თანამშრომლისთვის ხელფასის მატებას ითვალისწინებს, რომელიც ეტაპობრივად, მომდევნო 15 თვის განმავლობაში 13.1-15.1%-ის ფარგლებში განხორციელდება.
პერსონალის გაფიცვების სერიამ ქვეყნის უმსხვილეს აეროპორტებში ასეულობით რეისის გაუქმება გამოიწვია.