გერმანიაში ექვსი სირიელი დააკავეს, რომლებიც ესენის საშობაო ბაზრობაზე ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდნენ
გერმანელმა სამართალდამცველებმა ექვსი სირიელი დააკავეს, რომლებიც ესენის საშობაო ბაზრობაზე ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდნენ. დაკავებულები 20-დან 28-წლამდე არიან.
ანტიტერორისტული ოპერაცია ოთხ ფედერალურ ოლქში განხორციელდა. მასში 500-მდე სამართალდამცველი მონაწილეობდა.
ფრანკფურტის პროკურატურის განცხადებით, ეჭვმიტანილები ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდნენ. დაკავებულთაგან ოთხი გერმანიაში 2014 წელს, ორი კი 2015 წელს ჩავიდა. მათ თავშესაფრის მისაღებად ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მოითხოვეს.
გამოცემა Welt-ის ინფორმაციით, მანამდე სირიის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს, საბრძოლო მოქმედებებშიც მონაწილეობდნენ.