გერმანიაში უკრაინის ელჩი - გერმანიის მთავრობა უკვე სამი კვირაა, არ პასუხობს უკრაინის მოთხოვნას იარაღთან დაკავშირებით
გერმანიის მთავრობა უკვე სამი კვირაა, არ პასუხობს უკრაინის მოთხოვნას იარაღთან დაკავშირებით, – გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ანდრეი მელნიკმა განაცხადა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ფედერალური მთავრობა სამი კვირის განმავლობაში არ პასუხობს ჩვენს სასწრაფოდ საჭირო თავდაცვითი იარაღის სიას. ყოველი დღე მნიშვნელოვანია უკრაინაში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად“, – თქვა უკრაინელმა დეპუტატმა.
როგორც გამოცემა წერს, 3 მარტს უკრაინის მთავრობამ გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ფედერალურ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფედერალურ თავდაცვის სამინისტროს სიტყვიერი ნოტა გაუგზავნა, სადაც ითხოვდა სხვადასხვა ტიპის იარაღს. მოთხოვნები მოიცავდა ტანკებსა და ჯავშანტრანსპორტიორებს, საარტილერიო სისტემებს, თვითმავალ ჰაუბიცებს, საბრძოლო თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს. ასევე, სიაშია მსუბუქი საზენიტო სისტემები, სადაზვერვო და საბრძოლო უპილოტო თვითმფრინავები.