გერმანიაში უხვი ნალექის გამო ავსტრიის საზღვართან მდებარე შუა საუკუნეებში აგებული ციხესიმაგრე დაზიანდა
გერმანიაში უხვი ნალექის გამო ავსტრიის საზღვართან მდებარე შუა საუკუნეებში აგებული ციხესიმაგრე დაზიანდა.
როგორც „შპიგელი“ წერს, გადაუღებელმა წვიმებმა მეწყერი გამოიწვია, რის გამოც ფალკენშტაინის ციხესიმაგრის კედლის ნაწილი ჩამოინგრა. მიმდებარე დასახლებიდან 50 მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო.
გერმანიის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობა გასულ კვირაში დაწყებულმა წვიმებმა გამოიწვია. ამ ეტაპზე ცნობილია ოთხი დაღუპულის შესახებ.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა შექმნილი ბავარიის რეგიონში, სადაც დასახლებების ნაწილში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი იყო გამოცხადებული. დატბორილი ტერიტორიებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. სარკინიგზო მიმოსვლა დროებით იყო შეფერხებული.
მაშველები და მოხალისეები დაზარალებულ რეგიონში გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ.
ადგილობრივი ხელისუფლება და მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ წყალდიდობის პიკმა უკვე ჩაიარა, ნალექი დღეიდან შეწყდება, მდინარეებში წყლის დონემ უნდა დაიკლოს.