გერმანიაში ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში ეჭვმიტანილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს
გერმანიაში თურქეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას ქვეყნის მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული 34 წლის ონურ.ბ 2013 წელს გერმანიიდან ჯერ თურქეთში ჩავიდა, შემდეგ კი სირიაში.
გამოძიების ვერსიით, სირიაში ის ტერორისტულ დაჯგუფებაში გაწევრიანდა და გაიარა სპეციალური მომზადება. 2013 წელს ის თურქეთში ჩავიდა, იქედან კი გერმანიაში გაემგზავრა.