გერმანიაში, სუპერმარკეტში მომხდარ სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი გერმანიის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ შვალმშტადტში მოხდა.
გერმანიის პოლიციამ განაცხადა, რომ სროლის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
შვალმშტადტი ფრანკფურტის ჩრდილოეთით მდებარეობს, სადაც 20 000-მდე ადამიანი ცხოვრობს.