გერმანიაში სპეცსამსახურებმა მასშტაბური ტერაქტი აღკვეთეს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, თავდასხმის მოწყობა ერთ-ერთ მუსიკალურ ფესტივალზე იგეგმებოდა. დაკავებულია გერმანელი ცოლ-ქმარი, რომელთაც ტერაქტის ორგანიზებაში მთავრი როლი უნდა ეთამაშათ.
ტელეკომპანია NDR-ისა და WDR-ის ცნობით, ტერაქტის მოწყობას „ისლამური სახელმწიფო“ აპირებდა. თავდასხმის აღკვეთა ერთწლიანი სპეცოპერაციის შედეგად მოხერხდა.
გერმანიის ფედერალური პროკურატურის ცნობით, დაკავებულია გერმანელი ცოლ-ქმარი. ისინი 2015 წელს ჩავიდნენ სირიაში და ტერორისტულ დაჯგუფებას შეუერთდნენ. გამოძიების ცნობით, რაქაში მყოფი გერმანიის მოქალაქეები ცდილობდნენ, მოეძებნათ გერმანელი ქალები, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთან ქორწინებას დათანხმდებოდნენ. ეს კი ტერორისტებს გერმანიაში უსაფრთხოდ ჩასვლის საშუალებას მისცემდა.
გერმანული მედიის ცნობით, გერმანელი წყვილი ამჟამად სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ციხეში იმყოფება. გერმანიის პროკურატურაში ვარაუდობენ, რომ ტერაქტის დაგეგმვაში „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალჩინოსნებიც იყვნენ ჩართულები.