სოციალ-დემოკრატიული პარტია ანგელა მერკელის პარტიასთან წინასწარ მოლაპარაკებებს დაიწყებს
სოციალ-დემოკრატიული პარტია ანგელა მერკელის პარტიასთან წინასწარ მოლაპარაკებებს დაიწყებს

გერმანიაში,  კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობამ ანგელა მერკელის პარტიასთან წინასწარი მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელმა, მარტინ შულცმა ბერლინში ჟურნალისტებს განუცხადა.

„საბჭომ და პრეზიდიუმმა ჩვენი წინადადება ერთხმად დაამტკიცეს. საუბარი შეეხება მოლაპარაკებებს ღია შედეგით“, – განაცხადა მარტინ შულცმა.

კანცლერის პარტიასა და სოციალ-დემოკრატებს შორის მოლაპარაკების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ანგელა მერკელმა კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმებას ორ სხვა პარტიასთან ვერ მიაღწია.

თუ კოალიციური მთავრობა ვერ ჩამოყალიბდება გერმანიაში ახალი არჩევნები ჩატარდება.