გერმანიაში სკოლის ავტობუსი საცხოვრებელ სახლს შეეჯახა
გერმანიაში სკოლის ავტობუსი საცხოვრებელ სახლს შეეჯახა

გერმანიაში სკოლის ავტობუსი საცხოვრებელ სახლს შეეჯახა. დაშავებულია სულ მცირე 12 ადამიანი.

ქალაქ ებერბახის პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 7 საათისთვის მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო ბრიგადები.