გერმანიაში შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი პოლიციამ დააკავა. „ბიბისის“ ცნობით, ის გერმანიის დასავლეთ ნაწილში ქვანახშირის მაღაროს გაფართოებას აპროტესტებდა, რასაც ერთ-ერთი მიტოვებული სოფლის განადგურება უნდა მოჰყვეს.
პოლიციის განცხადებით, ტუნბერგი არ დაუპატიმრებიათ და მას პირადობის მოწომობის გადამოწმების შემდეგ გაათავისუფლებენ.
შვედ ეკოაქტივისტთან ერთად, გერმანიის პოლიციამ დააკავა კიდევ რამდენიმე ადამიანი, ვინც საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი აქტივისტი მაღაროში ჩახტა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქვანახშირის მაღაროების არსებობა გერმანიის მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლის პროცესს აფერხებს.
გერმანიის მთავრობამ დადო პირობა, რომ ქვანახშირის გამოყენებას 2038 წლისთვის შეწყვეტს.