გერმანიაში, ქალაქ ბავარიაში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რის შედეგადაც 78 წლის ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. გარდა ამისა, ბადენ-ვიურტენბერგის მიწაზე ხე მოძრავ ავტომობილს დაეცა. სალონში მყოფმა ბავშვმა სერიოზული დაზიანებები მიიღო. დაშავებული საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.
ასევე, გერმანული მედიის ინფორმაციით, უამინდობის გამო შეფერხებულია ტრანსპორტის მოძრაობა. ფრანკფურტის აეროპორტში გაუქმებულია ათობით ავიარეისი. წაქცეულმა ხეებმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ჩაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები.
ამასთან, შტორმია ჩეხეთშიც. ძლიერი ქარის გამო ელექტროენერგიის მიწოდება 140 ათას შენობას შეუწყდა.