გერმანიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაფიცვის დაწყებას გეგმავენ
გერმანიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაფიცვის დაწყებას გეგმავენ

დღეს გერმანიაში, თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლების გაფიცვაა დაგეგმილი. გაფიცვაში ავტობუსების, ტრამვაისა და მეტროს მემანქანეები მიიღებენ მონაწილეობას.

მედიის ცნობით, გაფიცვა ეხება თითქმის ყველა ფედერალურ შტატს, ბავარიის გარდა.

ტრანსპორტის პროფკავშირები თავისი 90 ათასი წევრისთვის ხელფასების მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.

ბრანდენბურგში გაფიცულები ხელფასის 20 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. ანაზღაურების მატების გარდა, პროფკავშირები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მემანქანეებისთვის სამუშაო საათების შემცირებასაც ითხოვს.