გერმანიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე ავტომობილი შევარდა
გერმანიის ქალაქ რექლინგჰაუზენში ავტომობილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე შევარდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ცხრა ადამიანი. მათ შორის ავტომობილის მძღოლიც.
ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ, საქმე ავტოსაგზაო შემთხვევასთან აქვთ, თუ ინციდენტი გამიზნულად იყო გამოწვეული.
2016 წლის დეკემბერში, ბერლინის საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა. შემთხვევას 11 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. გატაცებულ სატვირთოს ტუნისელი წარმოშობის, ისლამისტი მიგრანტი მართავდა.