15 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე წაიქცა საშობაო ბაზრობაზე გერმანიაში. ადგილობრივი მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი ქალაქ ეშვაილერში მოხდა.
საშობაო ბაზრობაზე დამონტაჟებული ნაძვი საბავშვო კარუსელს დაეცა.
გერმანული მედიასაშუალებების ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათივე ცნობით, დაშავებულებს შორის ბავშვები არ არიან.
მომხდარის მიზეზების დასადგენად მოკვლევა მიმდინარეობს. საშობაო ბაზრობა კი დახურეს.
ამასთან, კვირას, ძლიერი თოვლის გამო, გერმანიის რამდენიმე ქალაქში აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს.