გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 26.5 პროცენტით შემცირდა
გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საქართველოდან 26.5 პროცენტით შემცირდა.
გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში თავშესაფარზე საქართველოს მოქალაქეებისგან 1 628 განაცხადი შევიდა, 2018 წლის იანვარ-აპრილში კი, განაცხადების რაოდენობა 2 215 იყო.
2019 წელს განაცხადების რაოდენობა მცირდება თვეების მიხედვითაც: იანვარი – 745; თებერვალი – 596; მარტი – 544; აპრილი – 330.
2018 წელს საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 23 პროცენტით იყო გაზრდილი. თუ 2017 წელს 3 462 განაცხადი დაფიქსირდა, 2018 წელს ეს რიცხვი 4265-მდე იყო გაზრდილი.