გერმანიაში Rolling Stones-ის კონცერტის ბილეთები მთავრობის წევრებმა უფასოდ მიიღეს, რაზეც პოლიციამ გამოძიება დაიწყო
გერმანიაში Rolling Stones-ის კონცერტის ბილეთები მთავრობის წევრებმა უფასოდ მიიღეს, რაზეც პოლიციამ გამოძიება დაიწყო

გერმანიაში Rolling Stones-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთები მთავრობის წევრებმა უფასოდ მიიღეს. მომხდართან დაკავშირებით, ჰამბურგის პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.

სამართალდამცავებმა ლეგენდარული როკ ჯგუფის კონცერტის ორგანიზატორი კომპანიის ოფისი უკვე გაჩხრიკეს. სულ საუბარია 10 000 ევროს ღირებულების ბილეთებზე.

გერმანული მედიის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების ათობით წარმომადგენელმა Rolling Stones-ის კონცერტზე ბილეთი მას შემდეგ მიიღო, რაც მათ სექტემბერში ამ კონცერტის ჩატარების უფლება გასცეს. პოლიციამ დაადგინა, რომ უფასო ბილეთები პოლიტიკოსებმა და სახელმწიფო მოხელეებმა მიიღეს.
ჰამბურგის მთავრობაში ამტკიცებენ, რომ ეს მათ ქალაქში მიღებული პრაქტიკაა. 


კანონით, გერმანიაში თანამდებობის პირებს საჩუქრების მიღება აკრძალული აქვთ. კონცერტზე დიდი რაოდენობით მაღალჩინოსნების გამოჩენამ მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია. 


ლეგენდარული ბენდის კონცერტს სექტემბერში 80 000 მაყურებელი დაესწრო. ბილეთი “შავ ბაზარზე” 800 დოლარი ღირდა.