გერმანიაში ქალს, რომელმაც შვილი პედოფილებს მიჰყიდა, პატიმრობა მიუსაჯეს
გერმანიაში ქალს, რომელმაც შვილი პედოფილებს მიჰყიდა, პატიმრობა მიუსაჯეს

გერმანიაში, ქალაქ ფრაიბურგის სასამართლომ ქალს, რომელმაც შვილი ინტერნეტის შავ ბაზარზე პედოფილებს მიჰყიდა 12,5   წლით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ბიჭის მამობილსაც მიუსაჯა. ბერინ ტაჰა და კრისიან ლაისი ეროვნებით გერმანელები არიან, რომლებიც ქალაქ შტაუფენში ცხოვრობენ. წყვილი და კიდევ  ექვსი ადამიანი გასული წლის შემოდგომაზე დააკავეს.