გერმანიაში, პოპულარულ გასართობ პარკში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ გერმანული მედია წერს.
ხანძარი გერმანიის ბადენ-ვიურტემსბერგის მხარეში, ქალაქ რუსტში მდებარე პოპულარულ გასართობ პარკში გაჩნდა, რის გამოც ყველა ვიზიტორის ევაკუაცია მოხდა და პარკი დროებით დაიხურა.
თვითმხილველების თქმით, ხანძარი ერთ-ერთ ატრაქციონზე გაჩნდა.
„ევროპა პარკში“ ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
„ევროპა პარკი“ გერმანიაში ყველაზე დიდი გასართობი პარკია, რომელიც თითქმის 100 ჰექტარზეა განთავსებული.